თავში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი ცნობილია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი ცნობილია
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი ცნობილია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეებთან კონსულტაციები დაასრულა, რის შემდეგაც უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძისა და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დასახელდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, შალვა თადუმაძის კანდიდატურა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა, ხოლო ნინო ქადაგიძის კანდიდატურა მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ დაასახელა.

ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პროცესი, რაც საბჭოში წარიმართა, დადგმული იყო.

„ქებათა ქება იყო შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგაძის, განცდა მქონდა, რომ ცუდი სამოყვარულო თეატრის სპექტაკლს ვესრწებოდი, ცხადია, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. თანხმობა შედგა ყოველგვარი დისკუსიის გარეშე", - განაცხადა დოლიძემ.

სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში დაიწყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, პარლამენტისთვის წარსადგენ ერთ კანდიდატს შეარჩევენ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან გახდა ვაკანტური, მას შემდეგ,რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად, გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system