თავში

აშშ-დან სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჩამოვიდა - ის ციხეში შესვლას ითხოვს

აშშ-დან სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჩამოვიდა - ის ციხეში შესვლას ითხოვს
აშშ-დან სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჩამოვიდა - ის ციხეში შესვლას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.

ის ციხეში, მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს. 

პროფესორის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

"ძალიან მინდა ვნახო მიშა, ჩვენი პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობას მე ვაკვირდები დაახლოებით 2003-2004 წლიდან და ძალიან კარგად ვიცი მისი ორგანიზმი, როგორც მკურნალმა ექიმმა. ეს მე-8 დღე უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, დაწყებული არითმიებით, დაწყებული ორგანოების დაზიანებით და ა.შ. ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნება, გავაკეთოთ ანალიზები და ამის მიხედვით გავერკვეთ რა სიტუაციაა. თუ უკვე მძიმე სიტუაციაა, აუცილებლად შევთავაზებ პრეზიდენტს, რომ გავუკეთოთ გადასხმები", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშვილი მე-8 დღეა შიმშილობს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system