თავში

ბაჩალიაშვილი მოკლულია - "ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ბაჩალიაშვილი მოკლულია - "ადამიანის უფლებათა ცენტრი"
ბაჩალიაშვილი მოკლულია - ადამიანის უფლებათა ცენტრი

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს და გამოძიების ხარვეზებზე მიუთითებს. 

ორგანზიაციამ დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა საქმეს ჯეროვნად არ სწავლობს და ცდილობს, საზოგადოება პროგრამისტის თბითმკვლელობაში დაარწმუნოს. 

„ამ დროისთვის, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. საქართველოს პროკურატურა, ცხედრის აღმოჩენის დღიდან (2020 წ. 22 ივლისი), მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმეში არსებობს ბუნდოვანი გარემოებები, რაც ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე მიუთითებს. 

"პროკურატურის მიმართ გვაქვს არაერთი კითხვის ნიშანი და საქმეში არის არაერთი ბუნდოვანი ნაწილი, რაც მთლიანად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, რაზეც ამდენი ხანია აპერილებს პროკურატურა. დოკუმენტში ყველა ეს ბუნდოვანი გარემოებაა წარმოდგენილი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ესაა მკვლელობა და არა თვითმკვლელობა", - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, ეკა ქობესაშვილი.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system