თავში

ბაჩალიაშვილის დედა: რაც მინდოდა იმას მივაღწიე

ბაჩალიაშვილის დედა: რაც მინდოდა იმას მივაღწიე
ბაჩალიაშვილის დედა: რაც მინდოდა იმას მივაღწიე

გენერალურ პროკურორ, ირაკლი შოთაძესთან, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა დასრულდა. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მან მიიღო დაპირება რომ უზრუნველყოფილი იქნება FBI-ის ჩართულობა. 

მისივე თქმით, ის ემიგრანტების დახმარებით ფულად გასამჯელოს გადასცემს მას, ვინც საქმესთან დაკავშირებით ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის. 

"მე რაც მინდოდა იმას მივაღწიე, მითხრეს, რომ იქნება FBI-ის  ჩართულობა და ყველაფერი გაირკვევა, ვინც არ უნდა იყოს. რაიმე ახალი დეტალი ჯერ ცნობილი ჩემთვის არ გამხდარა, მაგრამ ველოდები. ემიგრანტების დახმარებით მე გავაჟღერე, რომ ემიგრანტები აგროვებენ ფულს, რომელსაც გასამჯელოს სახით გადავცემ მას, ვინც მომაწვდის ღირებულ ინფორმაციას," - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system