თავში

ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას გამართავს

ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას გამართავს
ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას გამართავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან დღეს აქციას გამართავს. მთავარი მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირებაა. ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება არა თვითმკვლელობამდე მიყვანიs, არამედ განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს. 

კიდევ ერთი მოთხოვნა იმ კადრების სრულად გასაჯაროებას ეხება, რომელიც საქმეში დევს. ოჯახი ითხოვს, პროკურატურამ სუს-ის მანქანების გადაადგილების ამსახველი სრული მასალა გაასაჯაროვოს. 

"ჩემი მოთხოვნა იქნება მუხლის გადაკვალიფიცირება, იმიტომ რომ უკვე 45 დღეზე მეტი გავიდა და ჯერაც არ არის დადგენილი, რომ ეს არის მკვლელობა," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

აქცია პროკურატურასთან 14:00 საათზეა დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system