თავში

ბაჩალიაშვილის ოჯახი უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანაზე უარს აცხადებს

ბაჩალიაშვილის ოჯახი უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანაზე უარს აცხადებს
ბაჩალიაშვილის ოჯახი უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანაზე უარს აცხადებს

ბაჩალიაშვილების ოჯახი უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანაზე უარს ამბობს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლა დასკვნის გამოქვეყნებას დროში გაწელავდა, ამიტომ ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. 

„ჩვენ ვითხოვდით უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას. ისინი 14 სექტემბერს უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ დროის მოგების მიზნით დაველოდებით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნებს“ - განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვიკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დასკვნის საფუძველზე, ადვოკატის ვარაუდით შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე თვითმკვლელობის ნაცვლად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ან მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system