თავში

ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები პროკურატურას პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ

ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები
ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები პროკურატურას პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩდნენ, რომლებიც პროკურატურას პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ.  

პროგრამისტმა გიორგი ლუბარეცმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, რადგან ის პროკურატურას არ ენდობა და მისი თქმით, ტელეფონი მხოლოდ იმიტომ ჩამოართვეს, რომ ინტერნეტში ინფორმაციას იძიებდა.

"არ ვენდობი პროკურატურას, იმიტომ, რომ პროკურატურაში როგორც კი მივედი მაშინვე ჩამომართვეს და მძევლად აიყვანეს ჩემი ტელეფონი. უნდათ, რომ ტელეფონი გახსნან მაშინ, როდესაც საერთოდ არაფერ შუაში ვარ. უნდათ ჩემს ტელეფონში იძრომიალონ და ჩემი პირადი ინფორმაცია წაიღონ, დააკოპირონ და ჰქონდეთ შენახული მთელი ჩემი ცხოვრება", - განაცხადა გიორგი ლუბარეცმა.

საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი პირი, თამარ ბაჩალიაშვილის ძმის კლასელი ირაკლი ჩანქსელიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ მას მობილური ტელეფონი სასამართლოს განჩინების გარეშე ჩამოართვეს. ამასთან, მობილური ტელეფონი არ დაულუქავთ და უკვე 2 თვეზე მეტია არ იცის, სად არის საკუთარი ტელეფონი. ირაკლი ჩანქსელიანს ტელეფონი იმის გამო ჩამოართვეს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის ძმის კლასელია და ოჯახს თამარის ძებნაში ეხმარებოდა.

"გამომართვა ტელეფონი ნომრის ამოსაწერად, დაბლოკა და დაიდო მაგიდაზე. ამის შემდეგ, ტელეფონი არ მოუციათ. მე ვაპირებდი უარის თქმას, თუმცა მითხრეს, რომ სასამართლოში მომიწევდა მისვლა და ტელეფონს მაინც დამატოვებინებდნენ", - განაცხადა ირაკლი ჩანქსელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system