თავში

ბაჩალიაშვილის საქმეზე ბაჩანა ლობჟანიძე ისევ გამოკითხვას ითხოვს

ბაჩალიაშვილის საქმეზე ბაჩანა ლობჟანიძე ისევ გამოკითხვას ითხოვს
ბაჩალიაშვილის საქმეზე ბაჩანა ლობჟანიძე ისევ გამოკითხვას ითხოვს

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-სგან დამატებით გამოძიებას ითხოვს. 

მისი თქმით, გამოძიება სავარაუდოდ იმ პირებს კითხავს, რომელთა შესახებაც მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია მათ, ახლა კი, სურს გამოძიებას კომპანია "ზეგის" შესახებ მისცეს დამატებითი ჩვენება.  

„როცა მოვედი, მარიამ ვარდიაშვილი დავინახე, შედიოდა საგამოძიებო ორგანოში. ესე იგი, მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ალბათ, სხვებიც დაიბარეს, ვინც მე მათ გადავეცი.

ვერ შევედი, ალბათ გამომძიებელი აღარ არის. დაკითხვა მიმდინარეობს ვარდიაშვილის. მე დავწერე განცხადება, რომ მოსული ვარ დამატებით ჩვენებაზე. მივუთითე მონაცემები. ჩავაგდე კანცელარიის ყუთში და ალბათ ხვალ ნახავენ. დღეს ჩემი გამოკითხვა არ მოხდება. გამოძიება ეყრდნობა ფაქტებს. ჩვენ არ გვჭირდება ზღაპრები მაღალჩინოსნებზე და მიკერილი ამბები. ეს ინფორმაცია არ ვიცი, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. აქ დამატებითი ჩვენებისთვის მოვედი, საქმე ეხება „ზეგის“ კომპანიას. თუ მკვლელობა არა, თვითმკვლელობამდე მიყვანა მინიმუმ იქნება,“ - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, ბაჩანა ლობჟანიძე, რომლის მტკიცებითაც ის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, თამარის უკანასკნელ დაბადების დღეზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, იმის დასადასტურებლად, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ურთიერთობა გარდაცვლილთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system