თავში

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში შესაძლოა FBI ჩაერთოს

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში შესაძლოა FBI ჩაერთოს
ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში შესაძლოა FBI ჩაერთოს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, აშშ-ის ფედერალური ბიუროდან ექსპერტების მოწვევას მოითხოვს, რათა გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის გახსნა მოხერხდეს. 

"უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს და საელჩოს. ძალიან მალე, ალბათ აშშ-დან მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system