თავში

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინდელ აქციაზე დაკავებულ პირს ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ გუშინდელ აქციაზე დაკავებულ პირს ჯარიმა დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინდელ აქციაზე დაკავებულ პირს ჯარიმა დააკისრა

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან" დაკავებულ აქციის მონაწილეს , ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.

დაკავებულ, ლაშა ჩაჩხუნაშვილს ბრალი ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედება, რის გამოც 1000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.

ბათუმის კინოთეატრთან დაკავებული დანარჩენი ორ მოქალაქესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერა შედგა, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევდა, რომ ფილმი პროპაგანდისტული იყო და მის კინოთეატრებში ჩვენებას აქციით ეწინააღმდეგებოდა, შედეგად სულ 28 პირი დააკავეს, აქედან სამი - ბათუმში.

ბათუმში დაკავებულებს ბრალი სამართალდამცავი ორგანოს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system