თავში

ბორცვაძე: ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის შემთხვევაში რეაგირება მყისიერი იქნება

ბორცვაძე: ჟურნალისტური საქმიანობის ხელის რეაგირება მყისიერი იქნება
ბორცვაძე: ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის შემთხვევაში რეაგირება მყისიერი იქნება

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე კონკრეტული პირების ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, სათანადო სტანდარტი შეიქმნება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბორცვაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მოქმედება მყისიერი იქნება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული. კვლავ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დაველოდოთ. მას შემდგომ, რაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა და ჩვენ შევქმნით სათანადო სტანდარტს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნება მყისიერი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system