თავში

სუს-მა ,,მთავარი არხის" მასალაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სუს-მა ,,მთავარი არხის" მასალაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
სუს-მა ,,მთავარი არხის მასალაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

,,მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 

,,მთავარი არხის" ეთერში 20 ივნისს გასულ მასალაში რესპონდენტები ყვებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების ცნობაში, მიზეზად, კორონავირუსის ჩაწერის სანაცვლოდ, 10 000 ლარს სთავაზობდნენ.

როგორც report.ge-ს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system