თავში

ბრეგვაძემ ყველა კითხვას უპასუხა - პროკურორი

ბრეგვაძემ ყველა კითხვას უპასუხა - პროკურორი
ბრეგვაძემ ყველა კითხვას უპასუხა - პროკურორი

იაკობ ბრეგვაძემ დეტალურად აღწერა მასზე და მასთან ერთად მყოფ სხვა დაზარალებულებზე თავდასხმის ფაქტი და ფაქტობრივად ყველა კითხავს უპასუხა, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, მოწმემ  თავდასხმის დეტალებთან ერთად,  თავდამსხმელთა რაოდენობაც გაიხსენა.

"მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის გარემოებები თუ რა დაინახა, რა ფაქტს შეესწრო. დეტალურად აღწერა მასზე და მასთან ერთად მყოფ სხვა დაზარალებულებზე თავდასხმის ფაქტი და ფაქტობრივად ყველა კითხავს უპასუხა. მან გაიხსენა და ისაუბრა თავდასხმის მომენტებზე, როგორც "მერსედესის", ასევე "ქამრის" ეპიზოდზე. ისაუბრა იმაზე თუ რა დაინახა კონკრეტულად თავდასხმის მომენტში, მიუთითა იმ პირების რაოდენობაზე ვინც თავდასხმის დროს დაინახა", - განაცხადა პოკურორმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system