თავში

ბუზებს რომ ითვლიან, ჩაატარონ ექსპერიმენტი - ბაჩალიაშვილის დედა

ბუზებს რომ ითვლიან, ჩაატარონ ექსპერიმენტი - ბაჩალიაშვილის დედა
ბუზებს რომ ითვლიან, ჩაატარონ ექსპერიმენტი - ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გამოძება თვითმკვლელობის ვერსიით არის დაინტერესებული. მისი თქმით, პროკურატურას მკვლელის პოვნა არ უნდა.

"რას ჰქვია უცხო დნმ-ი აღმოჩნდა მანქანაში, არ არის საინტერესო? აბა, რა არის საინტერესო. თუკი მარტო წავიდა და მარტო იკლავდა თავს, რატომ უნდა აღმოჩნდეს უცხო დნმ მანქანაში. იმის მაგივრად, რომ გაატარონ ევაკუატორი, დადონ ზედ მანქანა, რამდენად დაიჩხაპნება, თამარის მანქანას, როგორც ჰქონდა დაჩხაპნილი კარებზე. ჩაატარონ ეგ ექსპერიმენტი, მარტო ბუზებს რომ ითვლიან იქ და მაგით არიან დაკავებულები. რატომ არ ატარებენ? და მაგიტომ გადმოიტანეს ისევ აქცენტი და ყურადღება თვითმკვლელობაზე, რომ არ უნდათ ამის გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც უწყებაში განაცხადეს, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზია, მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც მისივე თქმით, შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system