თავში

ჩატარდა თუ არა ბაჩანა ლობჟანიძის სახლის ჩხრეკა

ჩატარდა თუ არა ბაჩანა ლობჟანიძის სახლის ჩხრეკა
ჩატარდა თუ არა ბაჩანა ლობჟანიძის სახლის ჩხრეკა

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტი ბაჩანა ლობჟანიძე, რომელმაც თავი საზოგადოებას ბაჩალიაშვილის შეყვარებულად წარუდგინა, Report.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი სახლის ჩხრეკა არ ჩატარებულა. 

აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანია "ზეგის" თანამშრომლებისა და დირექტორის სახლებში სახლებში ჩხრეკა ჩატარდდა. სამართალდამცველების განმარტებით, საცხოვრებელი სახლიდან ძირითადად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა.

როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მათ წარუდგინეს სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ ჩხრეკა კომპანია "ზეგის" 5 თანამშრომელთან. დირექტორთან, ტექნიკურ მენეჯერთან და კიდევ 3 თანამშრომელთან. განჩინენა 1 აგვისტოთი თარიღდება.

ადვოკატების ინფორმაციით, ბინაში მყოფ ოჯახის წევრებს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მათთვის უნდა მიეწოდებინათ მხოლოდ საქმისთვის საინტერესო ინფორმაცია.

ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, თუ განჩინება 1 აგვისტოს გაიცა, მაშინ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დასჭირდათ გამომძიებლებს ჩხრეკისთვის თითქმის 1 კვირა.

ცნობისთვის 23 წლის პროგრამისტი, გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგის" თანამშრომელი იყო. ბაჩანა ლობჟანიძეს "ზეგის" საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური საქმიანობის მიღმა აღნიშნული კომპანია არალეგალური საქმიანობითაც იყოს დაკავებული. 

კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ საგამოძიებო უწყებას ყველა ინფორმაცია მიაწოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system