თავში

ჩემი საბოლოო პასუხია - არა! - ნიკა მელია

ჩემი საბოლოო პასუხია - არა! - ნიკა მელია
ჩემი საბოლოო პასუხია - არა! - ნიკა მელია

"ჩემი საბოლოო პასუხია - არა" - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობს. 

ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 20 ივნისის ამნისტიას არ ეთანხმება და უარს ამბობს, კანონი მასზე გავრცელდეს. 

"ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვაპირებდი სახელმწიფოს გადატრიალებას. ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დასრულდეს ერთხელ და სამუდამოოდ. აქ მოვედი იმისთვის, რომ საბოლოო პასუხი ვთქვა - არანაირი თანხმობა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას მოწყალებას ვთხოვ, რომ ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფროა ეს, ვიდრე სხვა ყველაფერი", - ამბობს მელია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, თუმცა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა ჰკითხოს დაცვის მხარეს, ეთანხმება თუ არა, მსჯავრდებული ამნისტიის კანონპროექტს. ნიკა მელიას განცხადებიდან კი ირკვევა, რომ ის ამნისტიაზე უარს აცხადებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system