თავში

ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, არ მოვასვენებ - ბაჩალიაშვილის დედა

ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, არ მოვასვენებ - ბაჩალიაშვილის დედა
ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, არ მოვასვენებ - ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნაა, პროკურატურის მხრიდან სატელიტური სურათების გამოქვეყნება და თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის, ან ჯგუფურად მკვლელობით გადაკვალიფიცირება.

„აქციის მიზანია დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ, სადაც აღმოაჩინეს. ამ სატელიტური სურათების საფუძველზე უნდა მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცრება მკვლელობის მუხლად და დასახელდეს ის მკვლელი, ან მკვლელები. სავარაუდოდ, საუბარია სამ მაღალჩინოსანზე. ვადები თვითონვე თქვეს, რომ თვის ბოლომდე იქნება,” - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, ოჯახი აქციებს არ შეწყვეტს სექტემბრის შუა რიცხვებამდე. 

“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, არ მოვასვენებ, სანამ იქნებიან, დისკომფორტი ექნებათ ყოველთვის შექმნილი. აქციების გაგრძელებას ვაპირებ სექტემბრის შუა რიცხვებიდან” - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system