თავში

ჩიქოვანის ადვოკატი: შაქარაშვილს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაკიდებია

ჩიქოვანის ადვოკატი: შაქარაშვილს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაკიდებია
ჩიქოვანის ადვოკატი: შაქარაშვილს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაკიდებია

"ამ მასალებში არაფერი არ იქნება ახალი და არც შეიძლება რომ იყოს,"- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროში სესვლამდე განაცხადა,  სადაც საქმის მასალების ასაღებად მივიდა.

თეიმურაზ მაისურაძის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაქარაშვილს არ გაკიდებია.

"ამ მასალებში არაფერი არ იქნება ახალი და არც შეიძლება რომ იყოს. შუალედური დასკვნები არ შეიძლება იყოს ბრალის წაყენების საფუძველი ასეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. 20 მტკიცებულებიდან ერთი ხომ მაინც უნდა იყოს კატეგორიული. არც ერთი კატეგორიული მტკიცებულება არ არის. თავად ვერ შეძლეს ობიექტური გამოძიების წარმოება, ვერ მოიყვანეს კომპეტენტური ექსპერტები და ახლა ეძებენ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამოკიდებია შაქარაშვილს და საერთოდ, "ნახალოვკელები" ამბობენ, რომ ჩვენ არ მოგვიკლავს და ამ ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცითო. ვინ ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილს გაეკიდა? რაც არ იცის, რა უნდა აღიაროს, მათი მხრიდან ეს საერთოდ არ მომხდარა, ვიღაც ბრალს სდებს ამ ადამიანებს და არ უნდათ სიმართლის დადგენა,' - აღნიშნა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system