თავში

ჩვენ უნდა აღვწეროთ დეტალურად გუშინდელი გატაცების ფაქტები - ადვოკატი სააკაშვილს ხვდება

ჩვენ უნდა აღვწეროთ დეტალურად გუშინდელი გატაცების ფაქტები - ადვოკატი სააკაშვილს ხვდება
ჩვენ უნდა აღვწეროთ დეტალურად გუშინდელი გატაცების ფაქტები - ადვოკატი სააკაშვილს ხვდება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი იმყოფება.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დეტალურად გაივლის რამდენიმე საკითხს, მათ შორის, მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ეტაპირების დეტალებს. 

თუთბერიძის თქმითვე, მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან გაიგეს, რომ "მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიტაცეს".

"ცხადია, რომ ყველას გვაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიმართულებით ინფორმაციის განახლებულ რეჟიმში მიღება არის ჩვენთვის პრიორიტეტული. იმედი მაქვს, დამხვდება უკეთეს მდგომარეობაში და, ამასთან, თუ იქნება ამის შესაძლებლობა, თუ ჯანმრთელობა მისცემს ამის შესაძლებლობას, ჩვენ უნდა აღვწეროთ დეტალურად გუშინდელი გატაცების ფაქტები და მისი ეტაპირების ფაქტი; დეტალურად გავიგო, თუ როგორ მოხდა და რა მოხდა, რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია მოეწოდებინა 

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება განხორიციელდა, სააკაშვილის მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის, ის ისე წამოიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. საქართველოში არ მეგულება არც ერთი სხვა საქმე, სადაც ასეთი ცალსახა დასკვნები არსებობს ობიექტური და მათ შორის, მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ძალის დემონსტრირების რეჟიმზეა გადასული"- განაცხადა თუთბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system