თავში

მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულები: ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდების მხარის თქმით, შესაძლოა, ბრალდებულებმა მოწმეებზე მოახდინონ ზეგავლენა, მიიმალონ ან დატოვონ ქვეყანა.

,,გამომდინარე იქიდან, რომ აღკვეთი ღონისძიების განხილვის საკითხში ახალი მტკიცებულებები არ გამოკვეთილა, რომელიც გააქარწყლებდა იმ მიზეზებს თუ რის გამო რჩებიან ბრალდებულები პატიმრობაში, გადაწყვეტილება რჩება უცვლელი და აღკვეთი ღონისძირბის სახით პატიმრობა რჩება ძალაში",  - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ბესიკ თამლიანის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

,,მოვითხოვთ, პატიმრობა შეიცვალოს გირაოს სახით. რა ხეირი გვაქვს მოწმეებზე, რომ რეაგირება მოვახდინოთ მათზე, რომლებიც ასეულობით არიან, მითუმეტეს, პოლიციელები და სპეცრაზმელები, ამიტომ არამართებულია, ვარაუდი, რომ ზემოქმედებას მოვახერხებთ", - განაცხადა ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა.

თამლიანს სურდა, საკუთარი პოზიცია უფრო ვრცლად დაეფიქსირებინა, თუმცა მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა და მას გადაწყვეტილების გასაჩივრება შესთავაზა. აღნიშნულს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system