თავში

დაკავებული აქციის მონაწილეების საქმე - სასამართლოში ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს 

დაკავებული აქციის მონაწილეების საქმე - სასამართლოში ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს 
დაკავებული აქციის მონაწილეების საქმე - სასამართლოში ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს 

საქალაქო სასამართლომ, აქციის დროს დაკავებული კიდევ 6 პირის საქმის განხილვა დაიწყო. ამ წუთებში მოსამართლე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაკავებული ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, გოჩა მჟავანაძის, ნოე ლაშხის, დავით ბერუაშვილის, რევაზ ნიჟარაძის და პაატა მანჯგალაძის საქმეს განიხილავს. პარალელურად სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი მიმდინარეობს სადაც მოსამართლე აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეზე მსჯელობს.

სამართალდამცველებმა, გუშინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის წევრებისგან გათავისუფლების პროცესში 37 პირი დააკავეს. გამოძიება მათ ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system