თავში

დეა კაპანაძე შეშინებულია - რატომ ეძებს ბაჩალიაშვილის მეგობარი ადვოკატს

დეა კაპანაძე შეშინებულია - რატომ ეძებს ბაჩალიაშვილის მეგობარი ადვოკატს
დეა კაპანაძე შეშინებულია - რატომ ეძებს ბაჩალიაშვილის მეგობარი ადვოკატს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილის მეგობარი, დეა კაპანაძე შეშინებულია და ადვოკატს ეძებს. 

“გამოძიება თვითონ არის დაინტერესებული, რომ დეა კაპანაძემ პირი მომუწოს. ჩვენებაში კაპანაძეს მიჰყავს თვითმკვლელობისკენ ეს ყველაფერი და იმიტომ მიჩენს ეჭვს, რომ მონაწილეა თვითონაც, რადგან თვითმკვლელობისკენ მიჰყავს და არ იცნობდა თავის მეგობარს სათანადოდ , არ იცის, რომ თავს არ მოიკლავდა. არ გამოვრიცხავ, რომ სახლიდან მან გაიტყუა. ხუთჯერ შეცვალა ჩვენება. თუ არ ეშინია და არაფერი დაუშავებია, რატომ ეძებს ადვოკატს? ვიცი, რომ დედამისი იყო ერთ-ერთ ადვოკატთან და მისი შვილის ინტერესების დაცვა სთხოვა. ის ადვოკატი მე თვითონ დამიკავშირდა და მაცნობა ამის შესახებ. ვინაობას არ დავასახელებ" - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

საეჭვოდ ეჩვენება დეა კაპანაძის ქცევა გარდაცვილი პროგრამისტის მამასაც.

"ვეხვეწებით, ვეუბნებით, მოვიდეს, დაგველაპარაკოს. სულ რაღაცას იგონებენ, ქალაქში არ არისო და ა.შ. არ მოდის, არ გვეკარება რომ დაგველაპარაკოს. დადის და ადვოკატებს ეძებს. თუ არაფერი დაუშავებია, რატომ ეძებს ადვოკატს. თავიდან ნდობა მქონდა მისი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასე უცნაურად იქცევა, აღარ ვენდობი" - აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system