თავში

დეკანოზის ადვოკატი: გიორგი მამალაძეს შეუსაბამო მკურნალობას უტარებენ

დეკანოზის ადვოკატი: გიორგი მამალაძეს შეუსაბამო მკურნალობას უტარებენ
დეკანოზის ადვოკატი: გიორგი მამალაძეს შეუსაბამო მკურნალობას უტარებენ

"დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია"- ამის სესახებ ჟურნალისტებთან მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა განაცხადა, რომელმაც პატიმარი საპყრობილეში მოინახულა.

ადვოკატის ტქმით, დეკანოზს გადაადგილება არ შეუძლია და მასთან შესახვედრად საკაცით ჩამოიყვანეს.

"დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. „გესტაფოს“ პერიოდში შექმნილი პირობები საქართველოში 21-ე საუკუნეშიც მოქმედებს. მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება," - განაცხადა პატიმრობაში მყოფ გიორგი მამალაძის ადვოკატმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system