თავში

რამაზ დევაძის დედა: ჩემი შვილი მკვლელი არ არის, ეს იყო შემთხვევითობა

რამაზ დევაძის დედა: ​ჩემი შვილი მკვლელი არ არის, ეს იყო შემთხვევითობა
რამაზ დევაძის დედა: ჩემი შვილი მკვლელი არ არის, ეს იყო შემთხვევითობა

" ჩემი შვილი მკვლელი არ არის, ეს იყო შემთხვევითობა, "-  ასე აფასებს პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის დედა, ნაზი ბოლქვაძე მისი შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს. 

შეწყალებული მსჯავრდებულის დედის თქმით, მან ჰუმანური აქტის თხოვნით ექს-პრეზიდენტსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

" ეს შემთხვევა რაც მოხდა, ჩემი ოჯახისთვის იყო ჯოჯოხეთი. ჩემი შვილი შევიდა კაფეში, როგორც გამშველებელი და დატრიალდა ეს ტრაგედია. სასამართლოები ისე ტარდებოდა პოლიციელის ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. მარგველაშვილსაც მივმართე, მაგრამ მან არ შეიწყალა. შემდეგ მივმართეთ ქალბატონ სალომეს, მას ყველა მტკიცებულება წარვუდგინე და მომივიდა დადებითი პასუხი. ძალიან გულდაწყვეტილია საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე, ემოციურად რთულ მდგომარეობაშია. "- განაცხადა რამაზ დევაძის დედამ, ნაზი ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მოხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system