თავში

"დილამდე იქ არის 6-7 მანქანა და რაღაცას ალაგებენ... რას აკეთებდნენ ფერად შენობასთან"- შაქარაშვილის საქმე

"დილამდე იქ არის 6-7 მანქანა და რაღაცას ალაგებენ... რას აკეთებდნენ ფერად შენობასთან"- შაქარაშვილის საქმე
დილამდე იქ არის 6-7 მანქანა და რაღაცას ალაგებენ... რას აკეთებდნენ ფერად შენობასთან- შაქარაშვილის საქმე

"ამირხანაშვილი რომ ამოიყვანეს, ვიღაცებმა გაიწიეს მასზე და ჩიქოვანმა დაუძახა რომ დაანებეთა თავი, მაგას ჩემთვის არაფერი დაუშავებიაო," - ამის შესახებ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა განაცხადა.

"მეტიც, საქარაშვილს საერთოდ არავინ დააკარებდა ხელს. მთავარი შეკითხვა, როდესაც წამოვიდე "ქემრი" და წამოიყვანეს ამირხანაშვილი, იქ დარჩა ახვლედიანი, შაქარაშვილი და ქათამაძე, ასევე ბრეგვაძე დარჩა ზევით. არავინ იცის ისინი სად იმალებოდნენ, არავის დაუნახავს. ამის შემდეგ დილამდე იქ არის 6-7 მანქანა და იქ რაღაცას ალაგებენ საბურთალოელები, აქ არის ძაღლის თავი დამარხული, მათ იციან ყველაფერი რაც იქ მოხდა. რას აკეთებდნენ მაღლა, თუ პროკურატურის სასაცილო პოზიციით ქვევით მოხდა რაღაცა. სახეზე გვაქვს დრამა, ერთადერთი საყრდენი არის ის, თუ რას აკეთებდნენ ისინი ზევით ფერად შენობასთან,"- აცხადებს თეიმურაზ მაისურაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system