თავში

დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა

დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა
დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა უკვე დატოვა გენერალური პროკურატურის შენობა. ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა. პროკურატურას გაბუნიასთან კითხვები შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ჰქონდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს აღნიშნულ საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული, რის გამოც დეტალებზე ვერ საუბრობს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში პირველად 25 სექტემბერს დაიბარეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების - რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system