თავში

ძალადობრივი მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ვაშაყმაძეს პატიმრობა შეეფარდა

ძალადობრივი მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ვაშაყმაძეს
ძალადობრივი მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ვაშაყმაძეს პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ასლან ვაშაყმაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გათავისუფლების მიზნით, სასამართლოს, გირაოს სახით ხუთი ათასი ლარი შესთავაზა,  თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა შუამდგომლობა და ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვიდეომიმართვა არანაირ კავშირში არ არის მის პარტიულ საქმიანობასთან და მან აღნიშნული ვიდეომიმართვა მხოლოდ აღელვების ნიადაგზე ჩაწერა. 

ასლან ვაშაყმაძის მომდევნო სასამართლო პროცესი 2021 წლის 25 იანვარს გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ა.ვ.-ს ბრალდება დღეს წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system