თავში

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიგა აბრალავა მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა.

წარდგენილ ბრალს სრულად ეთანხმება დაკავებული გიგა აბრალავა. მას პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

საქმეზე მომდევნო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. 

სამტრედიაში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ 18 თებერვალს მოკლა. ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system