თავში

ექსპერტიზაზე კიდევ ერთი ავტომობილი გადაიყვანეს

ექსპერტიზაზე კიდევ ერთი ავტომობილი გადაიყვანეს
ექსპერტიზაზე კიდევ ერთი ავტომობილი გადაიყვანეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. 

უკვე გამოკითხეს ნაძალადეველებისა და საბურთალოელების ის მეგობრები, ვინც ფეხბურთელის გარდაცვალებაზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ.

ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს მანქანა, სავარაუდოდ ,,მერსედესის" მარკის და მას ექსპერტიზა უტარდება. 

ირკვევა, რომ აღნიშნული მანქანით ნაძალადეველები დაპირისპირების ადგილზე - არაგვის ხიდზე მეორე დღესაც დაბრუნდნენ. კონკრეტულად ვინ იყვნენ ავტომობილში და რატომ დაბრუნდნენ ისინი ადგილზე, უცნობია. ინფორმაციას ,,კურიერი" ავრცელებს.

გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

საქმეში უკვე დამატებით 2 ექსპერტიც ჩაერთო.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system