თავში

ფიგურირებენ თუ არა სხვა პირები შანაი ბრუკის მკვლელობაში - რა უთხრა ბრალდებულმა ადვოკატს

ფიგურირებენ თუ არა სხვა პირები შანაი ბრუკის მკვლელობაში - რა უთხრა ბრალდებულმა ადვოკატს
ფიგურირებენ თუ არა სხვა პირები შანაი ბრუკის მკვლელობაში - რა უთხრა ბრალდებულმა ადვოკატს

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმულის უფლებას იყენებს.

ამასთან, როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, ბრალდებული გარდაცვლილს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

„მე შევხვდი უკვე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციებიც. ოფიციალური ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ მისთვის, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ხვალ გადმომცემენ. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან“, - განაცხადა ავდოკატმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system