თავში

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი. 

42 წლის მამაკაცის დედა ამბობს, რომ მისი შვილის დაკავების მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც თავად დაკავებულის მტკიცებით, მას ჯიბეში ჩაუდეს. 

"სახლიდან გადიოდა, შედიოდა ავტოფარეხში, მოვარდნენ და დააკავეს, ჩემი შვილი მეძახდა, დედა, ჩამიდესო. ჩაუდეს როგორც ხდება ხოლმე და მოაწერინეს ხელი" - ამბობს დაკავებულის მშობელი. 

ამ წუთებში პოლიციას საცხოვრებელი სახლის ტერიტორია ყვითელი ლენტებით აქვს შემოსაზღვრული. 

ადგილზე იმყოფებიან სპცეიალური დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე მუშაობს კრიმინალური პოლიცია. ჩხრეკა მიმდინარეობს დაკავებულის საცხოვრებელ სახლსა და ავტოფარეხში.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე, მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system