თავში

გახარიას გუნდის მხარდამჭერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გახარიას გუნდის მხარდამჭერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
გახარიას გუნდის მხარდამჭერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის მხარდამჭერ აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ბრალდებულს იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად ქართული ოცნების მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს", - წერია პარტიის განცხადებაში.

ბართაია პოლიციამ 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system