თავში

გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს - პროკურორი

გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს - პროკურორი
გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს - პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

როგორც საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს, ბრალდების მხარე მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

,,პირველ რიგში, როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, ცრუობენ ისინი. რა თქმა უნდა, ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს, ისინი უშუალოდ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს მისდევენ, თავს დაესხნენ და შემდეგ მოწმეთა ჩვენებებით ვადგენთ, რომ გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების პოზიციას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ნაწილმა მათგანმა ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი თქვა, ანუ საერთოდ არ შეეხო მომხდარ ფაქტს, თუმცა იმ ნაწილმა, რომელმაც ისაუბრა ფაქტებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვასილ მახარაძის შემთხვევაში, ყველა მათგანმა იცრუა სასამართლოს წინაშე და სასამართლოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ რომელიმე მათგანი იტყოდა სიმართლეს, თუმცა, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ იცინი მოტივირებული არიან თავისი სიცრუე სასამართლოს რაიმე სახით დააჯერონ.

როდესაც ბრალდებულები ამბობენ, რომ თავს არ დასხმიან, ახალი ვერსია გამოვლინდა და თურმე მიყოლება იყო გიორგი შაქარაშვილის მანქანიდან გადმოსული პირების მხრიდან და არა თავდასხმა, ეს იყო დაცვის მხარის პოზიცია. იმ ფაქტს დაცვის მხარე ასე აფასებს.

ბრალდების მხარე, ერთადერთ განაჩენს რასაც ელოდება, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ალტერნატივა აქ არ არსებობს", - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system