თავში

,,გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია" - ახალი დეტალები

,,გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია" - ახალი დეტალები
,,გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია - ახალი დეტალები

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტი მაწევანშიც დააფიქსირეს და ამასთან, საღამოს საათებში. როგორც ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს და კოლეგას მიმართავს, ეს საქმეში მნიშვნელოვანი მიგნებაა. 

,,გოლთეთის გვერდით არის სოფელი მაწევანი. ჟურნალისტი ერთ-ერთ მცხოვრებს ესაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ. თამარის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ეს მცხოვრები ამბობს, რომ ნამდვილად დაინახა ნაცრისფერი პატარა მანქანა, რომელსაც გოგო მართავდა, აკვირდებოდა და უყურებდა სახლებს, მინები ამოწეული ჰქონდა. ეს ის დღეა, როცა თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაინახა საღამოს საათებში, ანუ კარგა ხნის მერე, რაც გოლთეთში იმყოფებოდა. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა, გამოდის, რომ მხოლოდ გოლთეთში კი არა, გვერდით სოფელშიც ჩასულა. ასევე გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს უკვე აღარ ჰგავს უმისამართო გადაადგილებას. ეს უფრო იმას ჰგავს, როცა კონკრეტულად რაღაც მისამართზე მიდიხარ ან ვინმეს ეძებ.

Lasha Kveseladze ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა", - წერს სანაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system