თავში

განიხილება ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსია - შსს

განიხილება ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსია - შსს
განიხილება ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ნარკოტიკების ზედოზირების ვერსიას განიხილავს. ამის შესახებ დღეს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

"აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეოს გამოკითხვები იმ პირების ვისთანაც გარდაცვლილს ჰქონდა შეხება ბოლო პერიოდში, ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშუტს, მარშუტის ამსახველ კადრებს. 

ვთხოვთ, გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და მიაწოდონ მობილური ტელეფონი, რადგან შესაძლებელია, მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს. 

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ასევე ვასაჯარავოებთ მისი გადაადგილების კადრებს რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული. ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე. შსს თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან", - ამბობს მამუკა ჭელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system