თავში

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა დღეს განახლდება

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა დღეს განახლდება
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა დღეს გაიმართება. პროცესი გუშინ რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 6 პირი დროებით გაათავისუფლა. 

გიგა მაქარაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი კაჭარავას, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს. ასევე დღეს იმსჯელებს აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეც.

განხილვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება. 37 ადამიანის საქმეს ერთი მოსამართლე - ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system