თავში

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაპატიმრებას გადაურჩა - რას წერს ადვოკატი

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაპატიმრებას გადაურჩა - რას წერს ადვოკატი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაპატიმრებას გადაურჩა - რას წერს ადვოკატი

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გამამართლებელი განაჩენის შესახებ წერს.

მისი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი. გ-ი წარდგენილ მუხლში სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

"1-ლი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ ბრალდებულს თავს დაესხა დაზარალებული 4 სხვა პირთან ერთად. თავდამსხმელებმა ბრალდებული 3 წლის შვილის თანდასწრებით წააქციეს და დაუწყეს ცემა. 

ასეთ ვითარებაში მყოფ ბრალდებულს ჰქონდა თავდაცვის უფლება.

სასამართლოში დადასტურდა, რომ მთავარი მოწმის - დაზარალებულის ჩვენება იყო აბსოლუტურად არასანდო.

ე.წ. დაზარალებულმა ჯვარედინი დაკითხვის დროს არადამაჯერებელი პასუხები გასცა დაცვის მხარის კითხვებს. 

წინააღმდეგობაში მოვიდა უტყუარ მტკიცებულებებთან: ვიდეო კამერის ჩანაწერებთან, ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან და ა.შ.ნათელი გახდა, რომ დაზარალებულის სურვილი იყო საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულის უმკაცრესად დასჯა.

ის რიგ შემთხვევაში იგონებდა, არაზუსტად გადმოსცემდა ან აზვიადებდა ფაქტებს.

ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვითაც გამყარდა დაცვის მხარის პოზიციები.

ასევე, ძალიან დამაჯერებელი ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა, რომელმაც დეტალურად მოყვა მომხდარი.

ი. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით).

ი.გ. გადაურჩა დაპატიმრებას და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას", - წერს ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system