თავში

გენეტიკის ცენტრის დირექტორი გიორგი ჩალაძე გაათავისუფლეს

გენეტიკის ცენტრის დირექტორი გიორგი ჩალაძე გაათავისუფლეს
გენეტიკის ცენტრის დირექტორი გიორგი ჩალაძე გაათავისუფლეს

გენეტიკის ცენტრის დირექტორი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩალაძე გაათავისუფლეს. მისი სასამართლო პროცესი 22 აგვისტოს გადაიდო. 

ჩალაძე აცხადებს, რომ პოლიციელი მის მიმართ პროვოკაციას აწყობდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. ჩალაძეს სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

"პირველ რიგში უღრმესი მადლობა იმ უამრავი მხარდამჭერი პოსტებისთვის, მესიჯებისა და კომენტარებისთვის რაც მივიღე. ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მარწმუნებს რომ ვარ სწორ ბრძოლაში და ამ უკვე მრავალნაცადი ხერხებით ვერ შემაშინებენ.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, ეს რა თქმა უნდა იყო პროვოკაციის მცდელობა (საკმაოდ იაფფასიანი) პოლიტიკური მოტივით.

გარდა ფიზიკური დაზიანებისა, ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, პატრულ ინსპექტორი ვახტანგ გაბუნია კონკრეტულად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა. საფრთხეს აღვიქვამ რეალურად და შესრულებადად- დღესვე", - განაცხადა ჩალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system