თავში

გიდასტურებთ, რომ გამოძიება მუშაობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით - პროკურორი

გიდასტურებთ, რომ გამოძიება მუშაობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით - პროკურორი
გიდასტურებთ, რომ გამოძიება მუშაობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით - პროკურორი

საგამოძიებო უწყება, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, იმ აქციის ორგანიზატორების დასადგენად მუშაობს, რომლის წარმომადგენლებმაც მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გნუცხადა, სადაც  „ტვ პირველის“ ჯგუფზე ძალადობისთვის დაკავებული დავით კუტალაძის პროცესი მიმდინარეობს.

„ის გარემოება, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ჰყავს 16 ბრალდებული და 36 დაზარალებული, საიდანაც 30 არის ჟურნალისტი და ოპერატორი, ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. გიდასტურებთ, რომ, მათ შორის, გამოძიება მუშაობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციისას, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის- დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system