თავში

"გიორგი შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო"- ექსპერტი

"გიორგი შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო"- ექსპერტი
გიორგი შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო- ექსპერტი

"გადაჭრით შემიძლია ვთქვა რომ გიორგი აღმოჩენიდან 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათის განმავლობაში შეუნარჩუნდეს,"- ამის შესახებ უკრაინელი სასამართლო ექსპერტი გალინა კარმუშინა აცხადებს.

"18-19 ივნისის ღამით ქრება ბიჭის კვალი და 22 ში მას პოულობენ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში კი ცალსახად არის დაწერილი, რომ ცხედარს აღენიშნება გვამური გაშეშება. ამასთან ერთად, სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრად არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხედარი რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს აშკარად უცვლიდნენ პოზიციას. ლაქებით თუ ვისმჯელებთ ის იწვა მუცლით, მძიმე მყარ ზედაპირზე,"- აცხადებს "მთავარ არხთან" ექსპერტი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system