თავში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი წარედგინა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი წარედგინა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი წარედგინა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, საქმის მასალები არ გადასცემია, შესაბამისად, არ მომხდარა ბრალდებულის გამოკითხვა. 

"ჩვენ დავაფიქსირებთ წერილობით ჩვენს პოზიციას. მას ბრალი ედება ძალადობაში ანუ აგარაკზე განვითარებულ დაპირისპირებაში, საიდანაც რამდენიმე წუთში ახალგაზრდება გადაინაცვლეს კონკრეტული მოვლენის აღსანიშნავად ლისზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ძალიან ცუდი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ლისზე, რამდენიმე საათის გადასული იყო“, - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს აცნობეს პოლიციას. ფეხბურთელის სამძებრო ღონისძიებები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system