თავში

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

თბილისში, გლდანის #8-ე საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი report.ge-ის სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუდასტურა. 

" 21 ოქტომბერს, დაახლოებით 18:25 სთ-ზე დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული დახვდა უგონო მდგომარეობაში, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია. პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელმაც 21 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე”, - აცხადებენ უწყებაში.

პენიენციური სამსახურის ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული მსჯავრდებული სასჯელს ძარცვის ბრალდებით 2015 წლიდან იხდიდა. 

მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან დადგენილი ჰქონდა არაერთი დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, ინსომნია, არტერიული ჰიპერტენზია, ცეფალგია და ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი. ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატებს. 

მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა N8-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. 


Read more at https://www.primetime.ge/news/1571728018-%E1%83%92...

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system