თავში

გოგი წულაია გაათავისუფლეს

​გოგი წულაია გაათავისუფლეს
გოგი წულაია გაათავისუფლეს

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 6 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი იყო ახალი მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. სასამართლომ გაითვალისწინა შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეცვალა. 

გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system