თავში

გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო - VIDEO

გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო - VIDEO
გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო - VIDEO

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 6 ახლადარჩეულ მოსამართლესთან ერთად, ფიცი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან.

გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. 

ჰააგაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია. 

არჩევნები 2020 წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.

ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system