თავში

გურამ ფალავანდიშვილისა და "ალტ-ინფოს" წევრების გამოკითხვა დასრულდა

გურამ ფალავანდიშვილისა და "ალტ-ინფოს" წევრების გამოკითხვა დასრულდა
გურამ ფალავანდიშვილისა და ალტ-ინფოს წევრების გამოკითხვა დასრულდა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს“ წევრების გამოკითხვა დასრულდა. როგორც მათ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადეს, შეკითხვები 5-6 ივლისის მოვლენებს უკავშირდებოდა.

თბილისის მთავარ სამმართველოში დღესვე გამოკითხა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერი პირის ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, გამოძიების კითხვები 5 ივლისს დეკანოზის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

დღეს დილით "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიასა და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ისინი საგამოძიებო უწყების განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. 

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system