თავში

ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენა

ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოი
ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენა

ჰონგ-კონგის პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.

აქციაში მონაწილეობას ოფისმუშაკები იღებდნენ, რომლებიც ჩინეთის ჰიმნის პატივისცემისა და ადმინისტრაციულ ოლქში ეროვნული უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონებს აპროტესტებდნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულია 180 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მოზარდი.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები არ წყდება. უკმაყოფილების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტია, რომელიც ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ჩინეთის სპეცსამსახურების უფლებებს ზრდის.

ამასთან, ჩინეთში აცხადებენ, რომ ჰონგ-კონგის შესახებ კანონპროექტის განხილვაში უცხო ქვეყნების ჩარევას არ დაუშვებენ. 

"ასეთ შემთხვევაში ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.

ასე მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონში უკვე მუშაობენ „მკაცრ ზომებზე“, რომელსაც აშშ გაატარებს, თუ პეკინი ჰონგ კონგის ავტონომიას შეზღუდავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system