თავში

"იყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, ეს მოვლენები განვითარდა წვიმიან ღამეს"- რას ჰყვება ბრეგვაძის ადვოკატი

"იყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, ეს მოვლენები განვითარდა წვიმიან ღამეს"- რას ჰყვება ბრეგვაძის ადვოკატი
იყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, ეს მოვლენები განვითარდა წვიმიან ღამეს- რას ჰყვება ბრეგვაძის ადვოკატი

"ნამდვილად 20-21 ში არის დაკითხული იაკობი და მისი ჩვენებები, რომლებიც თქვენთვის ხელმისაწვდომი იყო, მიუხედავად ამისა, მასმედია მაშინაც კი საუბრობდა იმაზე, რომ იაკობ ბრეგვაძე ცრუობს და რამდენჯერმე შეცვალა ცვენება, რაც დადასტურდა რომ იყო ტყუილი,"- ამის შესახებ საქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატმა განაცხადა.

"რაც შეეხება აგვისტოთი დადასტურებულ ჩვენებას, რომელსაც დაარქვეს ჩვენება და ეს არ იყო ჩვენება, ეს იყო საგამოძიებო ექსპერიმენტი. იმ დროს, იმ პირობებში, სხვათაშორის წვიმიან ღამეს, როდესაც რეალურად ეს მოვლენები განვითარდა. როდესაც ისინი საუბრობენ, რომ წინა მხრიდან აივანზე გადმოიხედეს და დაინახეს, წინა მხარეს საერთოდ არ გადმოსულა იაკობ ბრეგვაძე,"- აცხადებს ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, მცხეთაში, მდინარე არაგვის ხიდთან, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების დაცვის მხარემ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

დაცვის მხარის თქმით, ექსპეტიმენტის მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად იყო შესაძლებელი "ქამრის" მგზავრებს განეხორციელებინათ შაქარაშვილის დევნა, მისი ცემა, შემდეგ წყალში გადაგდება, უკან დაბრუნება და ავტომობილით ადგილის დატოვება, მოცემულ დროში. ასევე, ექსპერიმენტით შემოწმდა, რამდენად შეეძლო იაკობ ბრეგვაძეს დაენახა ის, რის შესახებაც მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system