თავში

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრება

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრება
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრება

საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს განიხილავს. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყო. სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს პროცესებზე ძირითადად ისეთი მოწმეები მოჰყავს, ვინც ირაკლი ოქრუაშვილთან შემხებლობაში არ არიან და უბრალოდ იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

“დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მოიყვანს რამდენიმე მოწმეს, გრძელდება პროცესი და ვისმენთ მოწმეების ჩვენებას რომლებიც არც კი იცნობენ და შემხებლობაშიც არ ყოფილან ირაკლი ოქრუაშვილთან. დაახლოებით 15-20 პროცესი ჩატარდა. მოვუსმინეთ დაახლოებით 20-მდე მოწმეს, რომელიც შემხებლობაში არ იყო ოქრუაშვილთან შესაბამისად დიდი სხვაობა სახელებს შორის ვის დაკითხავენ მნიშვნელობა არ აქვს და არც გვიკითხავს ბრალდების მხარისთვის, მოწმეთა სიაში პოლიციელები არიან სხვა არავინ არ ჰყავთ შესაბამისად ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე მოსვლასაც დიდი აზრი არ აქვს”,- განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ედება ბრალი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system