თავში

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გურამ ჩალაგაშვილი, დააკავეს - განახლებულია

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გურამ ჩალაგაშვილი, დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გურამ ჩალაგაშვილი, დააკავეს   - განახლებულია

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ჩალაგაშვილი უკვე სასამართლოში ჰყავთ გადაყვანილი და პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. პარტიის წევრების განცხადებით, ჩალაგაშვილი ხულიგნობის მუხლით არის დაკავებული. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. თანაგუნდელები ჩალაგაშვილის დაკავებას, პოლიტიკურ დევნად აფასებენ.  

„გურამისგან სურთ, რომ ხულიგანი გამოიყვანონ. გურამი წუხელ ღამის 2-დან 3-აათამდე დააკვეს, მეგობრიდან მოდიოდა. პოლიციამ გადაუკეტა გზა, უხეშად მოეპყრნენე, ახლა კი ამბობენ ისე, რომ თითქოს გურამმა იხულიგნა და იძალადა პოლიციელზე. ეს არის უმსაგვსო საქციელი და პოლიტიკური დევნა,“- აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system