თავში

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სასამართლო პროცესის გადადების მიზეზად კორონავირუსი დასახელდა.

"გაურკვეველი ვადით გადავდეთ პროცესიო, წეღან დაურეკიათ სასამართლოდან.

ამათ თუ მაგრად არ ესხათ...",- წერს ოქრუაშვილის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ პოლიტიკოსმა განაცხადა რომ მისი სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს განახლდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი პროკურატურამ 19 ნოემბერს ბრალი წაუყენა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system